ახალი ამბები
ცხინვალი - ხეითის გზაზე სამარხები იპოვეს
ცხინვალი-ხეითის გზაზე მშენებლებმა ძველი სამარხები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

ნაპოვნია 5 ადამიანის ნეშთი . ძვლები ბლოკის მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწის გათხრის დროს, აღმოჩნდა.

სააგენტო ,,რესის'' ცნობით, სამარხები სავარაუდოდ, XVI საუკუნით თარიღდება.

ცხინვალი-ხეითის გზას რეაბილიტაცია უტარდება. ქუჩას პუტინის ქუჩა უწოდეს.



ხეითში ეთნიკური ქართველები ცხოვრობდნენ, რომლებმაც დასახლება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იძულებით დატოვეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები