ახალი ამბები
ხაშურში მეპატრონემ დალუქული სამხერხაო თვითნებურად აამუშავა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იუწყება, რომ ხაშურში, მათ მიერ დალუქული სამხერხაო მეპატრონემ თვითნებურად აამუშავა.

ამის თაობაზე განცხადებას პრესსამსახური ავრცელებს. განცხადების მიხედვით, ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთლოვანი სახეობის დაუფირნიშებელი სამი მორი და 0,2 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი აღმოაჩინეს.

სახერხი მიმდინარე წლის მარტის თვეში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საფუძველზე დაილუქა, ხოლო გადამოწმების დროს სახერხ დანადგარზე ლუქის მთლიანობა დარღვეული იყო.

შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ფაქტზე შეადგინეს ოქმები. სახერხი საამქრო და უკანონო ხე-ტყე დაილუქა.

2021 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 65 ფაქტი დაფიქსირდა. ასევე, ამოღებულია 11 ერთეული არარეეგისტრირებული სახერხი საამქრო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები