ახალი ამბები
გორის მერი ბიისში პავლიაშვილების ოჯახის საცხოვრებელ პირობებს გაეცნო
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, ბიისში პავლიაშვილების ოჯახის საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი სოფელში, მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლებთან ერთად, იმყოფებოდა.

,,გორის მერმა ოჯახს საკვები პროდუქტები და საკანცელარიო ნივთები გადასცა. მომავალში უწყების დახმარებით პავლიაშვილები სასმელი წყლის მიღებას ეზოში შეძლებენ, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მათ საცხოვრებელ პირობებს.'' - აღნიშნულია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ოჯახში ორი არასრუწლოვანი ცხოვრობს. მათ უვლის ბებია, რომელიც შშმ პირია. ისინი ხის ნახევრადდაზიანებულ სახლში ცხოვრობენ.

ცოტა ხნის წინ, qartli.ge-მ პავლიაშვილების ოჯახის შესახებ სიუჟეტი მოამზადა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები