ახალი ამბები
გორში კომბინატის დასახლებაში საწყობის სახურავს ხანძარი გაუჩნდა
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ეკიპაჟი გახდა საჭირო, რომ კომბინატის დასახლებაში ხანძრის ლოკალიზება მომხდარიყო.

ცეცხლი ძველ შენობას  გაუჩნდა. მაშველების განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შენობა იმედის კლინიკის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს და საწყობის ფუნქცია ჰქონდა. ზარალის ოდენობა დგინდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები