ახალი ამბები
ცხინვალში ე.წ. საზღვრის დამდგენი კომისიის ახალი ხელმძღვანელი აირჩიეს - დვანში კი ბორდერიზაციის პროცესი განახლდა
ქარელის მუნიციპალიტეტში, ტახტისძირისა და დვანის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხის ძელები დაამონტაჟეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის, ძალა ერთობაშიას ლიდერი დავით ქაცარავა ავრცელებს. მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხის ძელების დამონტაჟების შემდეგ, სავარაუდოდ ახალ მავთულხლართებს გააბამენ. მავთულხლართების მიღმა კი ის ტერიტორია დარჩება, სადაც ტახტისძირელები და დვანელები საქონელს აძოვებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

რაც შეეხება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას, სააგენტო ,,რესის' ცნობით, ცხინვალში, დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ დემარკაციის კომისიის ახალი ხელმძღვანელი დაამტკიცა. ბორდერიზაციის პროცესის განახლება წორედ, მის დანიშვნას უკავშირდება.

დე-ფაქტო სამხრეთი ოსეთის ხელისუფლება ითხოვს, რომ ე.წ. საზღვრების დამდგენი კომისიის საქმიანობაში ქართული მხარეც ჩაერთოს. საქართველოს ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ უკანონო ბორდერიზაცია გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რადგან ადამიანებს თავისუფლად გადაადგილების უფლებას უზღუდავს, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ოფიციალური თბილი აცხადებს, რომ ეს არის საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაციული აქტი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები