ახალი ამბები
ტყვიავის სათემო ცენტრს ბრიტანეთის ელჩი ესტუმრა
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა.

ამ სოფელში, ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტი "ინგლისური ენა თემისთვის" ხორციელდება.

ტყვიავის სათემო ცენტრში ახალგაზრდები ინგლისურ ენას სწავლობენ, ხოლო ინგლისური ენის მასწავლებლები კი პროფესიულ გადამზადებას გადიან. პროექტი სამწლიანია. მისი განხორციელება 2018 წლის დეკემბერში დაიწყო.

პროექტის მიზანია კონფლიქტის ზონის სოფლებში ინგლისური ენის სწავლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

მარკ კლეიტონი შეხვდა გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებს და პედაგოგებს.

"მიხარია, რომ ბატონი ელჩი დღეს ჩვენს გვერდით იმყოფება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას და ბრიტანეთის საბჭოს ამ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებისთვის. იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა და პროექტის ფარგლებში კიდევ უფრო მეტი მოსწავლე შეძლებს ინგლისური ენის შესწავლას." - აღნიშნა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები