ახალი ამბები
ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანში მილიციის განყოფილება გახსნეს
ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანში მილიციის განყოფილება გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს. 

როგორც სტატიაში ნათქვამი, მოსახლეობამ მილიციის პუნქტის მოსაწყობად, საჩივრით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს მინისტრის მოვალეობის შემესრულებელს, მერაბ ფუხაევს მიმართეს. 

ფუხაევის განმარტებით, ორჭოსნის მილიციის თანამშრომლები აბრევის, მონასტერისა და ცხილონის მოსახლეობას მოემსახურება.

სააგენტო ,,რესის'' ცნობით, ორჭოსნელების უსაფრთხოებას, ბოლო დრომდე, წინაგარას მილიციის განყოფილების თანამშრომლები უზრუნველყოფდნენ. 

ორივე სოფელი გამყოფ ხაზთან მდებარეობს და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებს ემიჯნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები