ახალი ამბები
გორში დაცვის პოლიციის შენობის წინ ავარია მოხდა
კომენდანტის საათის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გორში ავარია მოხდა.

საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა ვერხვების დასახლებაში, დაცვის პოლიციის შენობის წინ, მოხდა.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დაჯარიმდა. დაშავებული არავინაა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები