ახალი ამბები
დასუფთავების მასშტაბური აქცია გორის მუნიციპალიტეტში (PHOTO)
დედამიწის დღესთან დაკავშირებით ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ,,სენის'' მხარდაჭერით, სკოლის მოსწავლეებმა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ის ადგილები დაასუფთავეს, სადაც ყველაზე მეტი ნარჩენი გროვდება.

აქციაში მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმაც მიიღეს. მათ გორის ციხის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დააუფთავეს სოფელ ხიდისთავში მდინარე ტანას მიმდებარე ტერიტორია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბეთლემის" წევრებმა დაასუფთავეს სოფელ სკრის ტერიტორია.

სპორტული სკოლების გაერთიანების თანამშრომლებმა დაასუფთავეს გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორია.

კარალეთის 1-ელი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია და სოფლის სპორტული მოედანი.

კოლეჯ ..განთიადის’’ თანამშრომლებმა დაასუფთავეს გორის ციხე და გმირების მემორიალი.

საზოგადოებრივი კოლეჯ ,, ამაგის ‘’ - ლოკაცია გორგასლის ქუჩა, სკვერი და სკვერის მიმდებარე ტერიტორია.

საზოგადოება ,,ბილიკის'' ლოკაცია - ქალაქი, გორი, ლომჭაბუკის ტერიტორია.

სკოლა ,,ეისი''  - კომბინატიის დასახლება

მესამე სკოლამ, კორონავირუსის გამო, აქციაში მონაწილეობა ვერ მიიღო. ამჟამად, სასწავლო დაწესებულებაში, დადასტურებული შემთხვევების გამო, სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს.

აღნიშნული აქცია ჩატარდა პროექტის „საზღვრისპირა რეგიონებში, სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN.
Print

სტატიის გამოყენების პირობები