ახალი ამბები
ტახტისძირში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ხნულების გავლება დაიწყეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ტახტისძირის სიახლოვეს ბორდერიზაციის სამუშაოები განაახლეს. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხნულებს აკეთებენ.

ტექნიკა ტახტისძირის და ქარელის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი სოფლის, დირბის სიახლოვეს მიიყვანეს. მედიას კი, საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლები სოფელში არ უშვებენ.

,,ახლა 2 ტრაქტორი მუშაობს. რუსი სამხედროები იმ ადგილზე არიან, სადაც 3 დღის წინ ხის ძელები დაამონტაჟეს.'' - აცხადებენ ადგილობრივები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები