ახალი ამბები
ნადარბაზევის ტბაში 300 მ სიგრძის ორი სახლართი ბადე იპოვეს
ნადარბაზევის ტბაში ორი სახლართი ბადე იპოვეს, რომელთა საერთო სიგრძე 300 მ-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარამენტის აღმოსავლეთი რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების ცნობით, უკანონო თევზსაჭერი იარაღები პრევენციული ღონისძიებების გატარების დროს, აღმოაჩინეს.

სახლართ ბადეების გარდა, ნაპოვნია ორი ,,გოდორიც'', რომელიც ასევე უკანონო თევზსაჭერ საშუალებად ითვლება.

პრეს-სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები შეადგინეს.

2021 წლის 01 იანვრიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 52 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 3 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები