დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 521 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი - 36,
ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 10, გურია - 6, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 49, კახეთი - 39, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი -
2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 174,
საიდანაც: 3 676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 995, აჭარაში - 419, იმერეთში - 410. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 644 პირი, მათ შორის, თბილისში - 301, აჭარაში
- 73, იმერეთში -87. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 126 პირი,
მათგან თბილისში - 89, აჭარაში - 10, იმერეთში - 9. 727 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 414 - თბილისში, 284 -
აჭარაში. 8 771 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 227 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 224, ხოლო აჭარაში - 2.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 11 226 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 463 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 7 763 Pჩღ ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 304 272-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 აპრილის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
4.03%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.51%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 058 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 287 029-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 043 პირი
ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 25 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 519 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 989 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 17 769 პირი, აჭარაში - 2 383, იმერეთში - 1 187.
სტატიის გამოყენების პირობები