ახალი ამბები
,,ჭყონდიდის ეპარქიაში რაც ხდება, დადგმული სპექტაკლია'' - მეუფე იობი
რუის-ურბნისის ეპარქიის წინამძღვარი მეუფე იობი აცხადებს, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენები დადგმული სპექტაკლია.

ამის შესახებ მან qartli.ge-ს განუცხადა. წმინდა სინოდის წევრი კონკრეტული შეფასებისგან, ამ ეტაპზე, თავს იკავებს, თუმცა რაც ხდება, მისთვის ნათელია:

,,შეუძლებელია რამე შეფასება გააკეთო. რაც ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში, ეს არის დადგმული სპექტაკლი.'' - განაცხადა მიტროპოლიტმა. ამ ეტაპზე ვიდეოინტერვიუსგან თავი შეიაკავა.

ჭყონდიდის ეპარქიაში, 2 თვის წინ, საპატრიარქოს წმინდა სინოდმა მეუფე პეტრე ცაავას ნაცვლად, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი მიავლინა. ამ ორი თვის მანძილზე, მეუფე სტეფანემ 20-მდე სასულიერო პირი დასაჯა. მიუხედავად ამისა, დასჯილი სასულიერო პირები და მათი მომხრეები მივლინებულ მიტროპოლიტს არ ემორჩილებიან. რამდენიმე დღეა სასულიერო პირები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიდან.

ამბოხებულ სასულიერო პირებს ,,ცრუ პეტრეს'' მომხმრეებად მოიხსენიებენ, რომლებიც არ ემორჩილებიან საეკლესიო კანონებს და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები