ახალი ამბები
მწვანე ქვის მოპოვების ფაქტზე კასპში ერთ-ერთი ბიზნესმენის მუშა დააჯარიმეს
ლიცენზიის გარეშე მწვანე ქვის მოპოვების ფაქტზე კასპის მუნიციპალიტეტში მოქალაქე დააჯარიმეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა ის სოფელ ახალქალაქის თემის ტერიტორიაზე ნახეს.

ქვებთან ერთად, დალუქეს მანქანა, რითაც ადგილობრივი მკვიდრი წიაღისეული მასალის ტრანსპორტირებას ახდენდა.

მოქალაქის თქმით, ის ადგილობრივი მცხოვრებია, ხოლო ქვები ერთ-ერთი ბიზნესმენის აგარაკის მოსაპირკეთლებლად მიჰქონდა.

მან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებს სთხოვა, რომ მანქანის დალუქვა არ მომხდარიყო, რადგან საოჯახო საქმეებისთვის ჭირდებოდა. წიაღისეულის მოპოვებაზე გამოწერილი ჯარიმა კი არ გაუპროტესტებია.

,,ჩვეულებრივი მუშა ვარ. მანქანას ნუ დამილუქავთ. მთხოვა კაცმა ქვა ჩამომიტანეო და ჩამოვუტანე. უარი როგორ მეთქვა. ამ ქვაზე თუ გინდათ გამოწერეთ ჯარიმა, მანქანას ნუ დამილუქავთ'' - ეუბნებოდა მოქალაქე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებს.

მასალები სასამართლოს გადაეცემა, სადაც საქმის განხილვა მოხდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები