ახალი ამბები
ზაზა გახელაძის პატიმრობიდან 290 დღე გავიდა
დღეს 290 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. პატიმრობის დღეების რაოდენობას, ქვემო ჭალაში, ზაზა გახელაძის დედა ითვლის.

მისი თქმით, კვლავ უცნობია, თუ რა ბედი ელის მის შვილს, რომელსაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მისი თქმით, ყოველ შეხვედრა მათთვის მოლოდინით სავსეა:

,,9 თვე გავიდა უკვე, რაც ზაზა დააკავეს. ამ ხნის განმავლობაში სულ ველოდებით, რამე ინფორმაციას. ჟენევაშიც გაიმართა შეხვედრა. იქაც ველოდებოდით რამე სიახლეს, მაგრამ არავინ შემოგვხმიანებია. მერე ერგნეთის შეხვედრას ველოდებოდით 23 აპრილს. გადადებულა და ჟურნალისტებს დავურეკეთ, მხოლოდ, მათგან გავიგეთ, რომ შეხვედრა გადაიდო. აგერ დღეს იმართება თურმე 99-ე შეხვედრა. სულ გვაქვს რაღაც სიახლის მოლოდინი. სულ ველოდებით ახალ ამბავს.'' - ამბობს ზაზა გახელაძის დედა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების უპირობო გათავისუფლების საკითხს კვლავ დააყენებს:

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები