ახალი ამბები
მკვლელობის დაფარვის ბრალდებით კასპში ქალი დააკავეს
კასპში, 33 წლის რევაზ ღუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე, ყოფილი მეუღლე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ღუნაშვილის ოჯახის წევრები ავრცელებენ.

გარდაცვლილის დედის თქმით, ეს იმ პროტესტის შედეგია, რასაც ისინი, ბოლო დღეების განმავლობაში გამოხატავდნენ. მისი თქმით, მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მთავარია ფიგურანტია ცოლი, ამიტომაც, ოჯახის წევრები მის დაკავებას ითხოვდნენ.

რევაზ ღუნაშვილი ერთი თვის წინ მოკლეს. გარდაცვლილი კასპის სასაფლაოს ტერიტორიაზე 3 დღის შემდეგ მწყემსებმა იპოვეს.

მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ, შს სამმართველოს თანამშრომლებმა რევაზ ღუნაშვილის მეგობარი მამაკაცი დააკავეს. მას ბრალი განზრახ მკვლელობის ფაქტზე წაუყენეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები