ახალი ამბები
ხაშურის სოფელ ხცისში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში გარემოსდაცვითი ზედამახედველობის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მათ მიერ შეჩერებულ ავტომანქანის ძარაზე 11 ერთეული აღურიცხავი წაბლის სახეობის მორი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წარუდგინა დოკუმენტაცია.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ავტომანქანა დაილუქა და მასალები გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 293 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები