ახალი ამბები
კავთისხევი-ახალქალაქის გზის დასასრულებლად კომპანიას ვადა 2 თვით გაუხანგრძლივეს
ასე გამოიყურება 4 კმ-იანი გზის ის მონაკვეთი, სადაც კომპანია ,,მილენიუმ ბილდინგ გრუპი'' მუშაობს. კომპანიის წარმომადგენლებმა კავთისხევი-ახალქალაქის გზის მონაკვეთზე ახალი ასფალტის დაგება თითქმის დაასრულეს.

რეგიონული ინფრასტრუტურისა და განვითარების სააგენტომ კომპანიას თანხის 38% პროცენტი აუნაზღაურა. ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 87 დღეა დარჩენილი.

კავთისხევი-ახალქალაქის გზის დაგება 2020 წლის შემოდგომით დაიწყო. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და 2,7 მლნ ლარი იხარჯება. თავდაპირველად, სამუშაოები 2021 წლის 25 მაისს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანეს და ხელშეკრულების ვადა 2021 წლის 27 ივლისამდე გადასწიეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები