ახალი ამბები
კასპის ცენტრში ეპარქიის წარმომადგენელმა სანთელი, პასკა და კვერცი დაარიგა
სამთავისის ეპარქიის წარმომადგენელმა კასპის ცენტრში კვერცი, სანთელი და პასკა დაარიგა. სასულიერი პირი, მამა ლევანი (ჯიქური) ამბობს, რომ აქციას იმ სოფლებში გააგრძელებს, სადაც მსახურობს. 

იგი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წამოწყებაში დაეხმარა:

,,მადლობას გიხდით ყველას, ვინც რით დამიდექით გვერდში. მეუფე დამიანეს კურთხევით, ჩვენს ქალაქში და ჩემი მსახურების სოფლებში, ყველა მსურველს ექნება სანთელი, პასკა და შეღებილი კვერცხი. პატარებს ნაყინის ფულიც ექნება.'' - განაცხადა სასულიერო პირმა. 

მან მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შეჭირვებული ადამიანებისთვის შეატყობინებინათ, ხოლო სააკაძის ძეგლთან, აღდგომის დღეს, 16 საათამდე დაელოდებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები