ახალი ამბები
სამოქალაქო პირები გორის სასაფლაოს ტერიტორიაზე ,,დამატებითი ჯგუფის'' სახელით შეუშვეს
გორის სასაფლაოს ტერიტორიაზე რამდენიმე მანქანა შევიდა, რომელსაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები მართავდნენ, ხოლო - სატრანსპორტო საშუალებას პოლიციის აღმნიშვნელი წარწერა არ ჰქონდა.

სამართალდამცველებმა განმარტეს, რომ ისინი  დამატებითი ჯგუფის წევრები არიან.

სამოქალაქო ფორაში ჩაცმულ კიდევ ერთ მძღოლს, რომელიც სასაფლაოს ტერიტორიიდან გამოდიოდა, პოლიციელებმა ანიშნეს, რომ შემოვლითი გზით წასულიყო.

ჩვენს კითხვაზე, თუ რომელ ოპერატიულ ჯგუფს ეკუთვნოდა მოქალაქე, რომელსაც შემოვლითი გზით წასვლა ურჩიეს, განმარტეს,  - ,,დამატებით ჯგუფს''.

მეორე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულაციების კონტროლი ევალებათ. გორის სასაფლაოს ტერიტორიაზე არც ჟურნალისტებს უშვებენ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. შეზღუდვების დარღვევა ითვალისწინებს სამართალდამრღვევი პირს დაჯარიმებას - 2000 ლარის ოდენობით.

აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები