ახალი ამბები
სოფელ დოესში ავარია მოხდა - კასპი
ავარია მოხდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში. მაღალი სისწრაფით მიმავალი მერსედესის მძღოლი ჰონდას მარკის ავტომობილს შეეჯახა.

ავარიის შედეგდ დაშავდნენ 25 და 26 წლის ახალგაზრდები. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევა კომენდანტის საათის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები