დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 788 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 384 შემთხვევა, აჭარა - 106, იმერეთი - 64,
ქვემო ქართლი - 43, შიდა ქართლი - 30, გურია - 17, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 76, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი -
14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 075,
საიდანაც: 4 209 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 2 376, აჭარაში - 469, იმერეთში - 424. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 811 პირი, მათ შორის, თბილისში - 398, აჭარაში
- 87, იმერეთში -102. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 149 პირი,
მათგან თბილისში - 93, აჭარაში - 11, იმერეთში - 9. 788 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 458 - თბილისში, 303 -
აჭარაში. 9 078 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 14.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 9 790 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 802 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 4 988 Pჩღ ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 788 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 313 742-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 მაისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.05%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
5.02%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.74%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 206 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 295 458 მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 183 პირი
ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 3 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 598 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 694 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 24 741 პირი, აჭარაში - 2 331, იმერეთში - 798.
სტატიის გამოყენების პირობები