ახალი ამბები
ქვახვრელი-უფლისციხის გზაზე ასფალტს სასაფლაომდე დააგებენ
გორის მუნიციპალიტეტის ქვახვრელში ახალი ასფალტი რკინიგზის სადგურიდან სასაფლაომდე დაიგება. ამისათვის გორის მერიამ 350 000 ლარი გამოყო.

პროექტის მიხედვით, სამუშაოები 3 თვე გაგრძელდება. გამარჯვებული კომპანია მაისის ბოლოს გამოვლინდება.

მოასფალტდება დაახლოებით 880 მ სიგრძის გზა.

აღნიშნული მონაკვეთი უერთდება უფლისციხის მუზეუმის შემოვლით გზას, რომელიც ერთაწმინდა-ქვათახევის ტურისტულ მარშრუტს წარმოადგენს. უფლისციხე-გორის გზა კი სრულად მოასფალტებულია.

უფლისციხე-ქვათახევი-ერთაწმინდას მარშრუტზე მოსაწესრიგებელი დარჩება ზედაველას გზა, რასაც ადგილობრივები ,,რვაასმეტრიანს'' უწოდებენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები