ახალი ამბები
ბიზნესმენმა გივი ჯალაბაძემ გორის ძველი ავტოსადგურის თითო წილი 1000 (ათას) ლარად იყიდა
გორის ძველი ავტოსადგომი გაიყიდა. ბიზნესმენმა გივი ჯალაბაძემ კომპანიის თითო წილი 1000 (ათას) ლარად შეიძინა.

ამის შესახებ იმ ხელშეკრულებაშია აღნიშნული, რომელიც მასსა და კომპანიის დირექტორს შორის დაიდო. კომპანიის სახელწოდებაა - შპს ,,გურამიშვილი #5''. დირექტორი - ვახტან თომაშვილი.

რა მოხდა ძველი ავტოსადგურის გარშემო?

ძველი ავტოსადგური  შპს ,,ნატვრისთვალს'' ეკუთვნოდა, რომელსაც ალექსანდრე სამხარაძე, 20-მდე მეწილესთან ერთად, ფლობდა. ამ კომპანიაში სამხარაძეს 19% ჰქონდა წილი.

2021 წლის მარტში, შპს ,,ნატვრისთვალმა'' დააფუძნა შპს ,,გურამიშვილი #5''. სახელწოდება მიიღო მისამართის მიხედვით, რადგან ავტოსადგომი მდებარეობს გორში, გურამიშვილის #5-ში.

2021 წლის 15 აპრილს ალექსანდრე სამხარაძესა და გივი ჯალაბაძეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. ამით ჯალაბაძემ კომპანია ,,გურამიშვილი #5'' შეიძინა. ოფიციალურად გადაიხადა 1000 (ათასი) ლარი. კომპანიის დირექტორად კვლავ ვახტანგ თომაშვილი დანიშნა.

ვახტანგ თომაშვილი მანამდეც გივი ჯალაბაძის ბიზნესპარტნიორი იყო. თომაშვილი არის ასევე დირექტორი შპს ,,აგრო მოლისა'', რომელიც ბიზნესმენმა გივი ჯალაბაძემ 2020 წელს დააფუძნა.

გივი ჯალაბაძე ფლობს წილს შპს ,,ვარსკვლავშიც'', რომელიც გორში, რუსთაველის ქუჩა მრავალსართულიან სახლს აშენებს. ამ კომპანიას სპორტსმენი გიორგი კანდელაკი ხელმძღვანელობს, ,,ვარსკვლავში' 5%-ს ფლობს ლევან დუჩიძეც (კუდის ყოფილი უფროსი). თუ როგორ აღმოჩნდა კუდის ყოფილი უფროსი ,,ვარსკვლავში', ამის შესახებ qartli.ge ვრცლად წერდა.

რაც შეეხება გივი ჯალაბაძის ბიზნესს, ის წლების განმავლობაში რუსეთში საქმიანობას. წარმოშობით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდიდანაა. 2016 წელს ,,ქართულ ოცნებას'' 25 000 ლარი შეწირა.

რის აშენებას გეგმავს ძველი ავტოსადგომის ტერიტორიაზე, ჯერ ოფიციალურად გადაწყვეტილი არა აქვს. ძველი ავტოსადგომი გასულ წელს გაუქმდა. ხოლო ახალი ავტოსადგომი წმინდაწყალზე, ახალი ბაზრის ტერიტორიაზე გადავიდა. ახალი ბაზარიც სწორედ გივი ჯალაბაძეს ეკუთვნის - ,,აგრო მოლის'' სახელით.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები