ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების
წარმომადგენლები ხნულების გავლებას აგრძელებენ.
ტახტისძირის შემდეგ, სამუშაოები ღოღეთი-თამარაშენის მონაკვეთზე
დაასრულეს.
როგორც ანტისაოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, ხნულები
დაახლოებით 8 კმ მანძილზეა გავლებული. მანამდე, ტერიტორია ძელებით
მონიშნეს.
ოფიციალური ცხინვალის ცნობით, ეს ხნულები დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის
ტერიტორიაზე ხანძრებისგან დაიცავს. საქართველოს ხელისუფლებაში
აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალების ნებისმიერი ქმედება უკანონოა.
სტატიის გამოყენების პირობები