ახალი ამბები
გიორგი კანდელაკმა და მისმა თანაგუნდელებმა 9 მაისი აღნიშნეს
დღეს გორში მსვლელობა მოეწყო. მოძრაობა ,,ერთად ძლიერი საქართველოსთვის'' წევრებმა ვეტერანებს 9 მაისი მიულოცეს.

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 76-ე წლისთავზე, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი კანდელაკმა და მისი თანამებრძოლებმა მსვლელობა მოაწყეს.

ისინი ჯერ სტალინის მუზეუმში მივიდნენ, შემდეგ დიდების მუზეუმთისკენ გაემართნენ. გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

შიდა ქართლში ამჟამად მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 11 ვეტერანი ცხოვრობს. აქედან;

გორის მუნიციპალიტეტში - 2 (ლიდია ნემსაძე და ოთარ ტლაშაძე).

კასპში - 5 (ოთარ აზმაიფარაშვილი, შალვა გოჩიტაშვილი, გროგოლ ბაინდურაშვილი, გიორგი მახარობლიშვილი და ფეოდორ მელაძე.)

ხაშურში - 3 (ნინო ქურდაძე, პლატონ ნოზაძე, ივანე შახპარუნოვი).

ხოლო ქარელში - 1 (ვიქტორ ოდიკაძე - აგარა)

ოფიციალური მონაცემებით, გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის რაიონებიდან მეორე მსოფლიო ომში 35 331 ადამიანი იყო გაწვეული. საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა - 14 761 კაცი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები