დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 549 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 300 შემთხვევა, აჭარა - 77, იმერეთი - 43,
ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 9, გურია - 9, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 45, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი -
7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 709,
საიდანაც: 4 481 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 2 562, აჭარაში - 490, იმერეთში - 494. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 924 პირი, მათ შორის, თბილისში - 474, აჭარაში
- 87, იმერეთში -131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 197 პირი,
მათგან თბილისში - 135, აჭარაში - 9, იმერეთში - 16. 784 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 405 - თბილისში, 352 -
აჭარაში. 10 444 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 7.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 9 535 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 665 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 3 870 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 549 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 322 468-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მაისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
6.03%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.48%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 439 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 302 428-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 305 პირი
ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 9 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 625 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 655 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 23 162 პირი, აჭარაში - 1 816, იმერეთში - 1 256.
სტატიის გამოყენების პირობები