ახალი ამბები
ვაქცინაციის შემდგომ დღეებში ალკოჰოლის ჭარბი მიღება არ არის რეკომენდირებული - NCDC
კვლევები იმაზე, რომ ალკოჰოლი ანტისხეულების შექმნას ამცირებს, არ არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

,,აკრძალულია თუ არა ალკოჰოლის მიღება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ?'' - როგორც ირკვევა, ამ კითხვით არაერთი მოქალაქე მიმართავს ინფექციონისტებს.

,,კვლევები იმაზე, რომ ალკოჰოლი ანტისხეულების შექმნას ამცირებს, არ არსებობს. მეორე მხრივ, იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა, შეიძლება ნაბუხუსევის შეგრძენებებში აგერიოთ, ვაქცინაციის შემდგომ დღეებში ალკოჰოლის ჭარბი მიღება არ არის რეკომენდირებული. გარდა ამისა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება მავნებელია ორგანიზმისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ასაკში; იგი წარმოადგენს მრავალი ქრონიკული დაავადების, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, სიმსივნე და ა.შ. რისკის ფაქტორს.'' - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები