დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 963 შემთხვევა, აჭარა - 127, იმერეთი - 178,
ქვემო ქართლი - 78, შიდა ქართლი - 72, გურია - 58, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 131, კახეთი - 79, მცხეთა-მთიანეთი - 73, სამცხე-ჯავახეთი -
16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 215,
საიდანაც: 4 296 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 2 454, აჭარაში - 464, იმერეთში - 495. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 890 პირი, მათ შორის, თბილისში - 458, აჭარაში
- 91, იმერეთში -125. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 201 პირი,
მათგან თბილისში - 141, აჭარაში - 9, იმერეთში - 13. 775 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 406 - თბილისში, 343 -
აჭარაში. 11 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 4.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 28 532 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 349 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 8 183 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 1 788 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 324 256-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 მაისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
6.07%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.35%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 251 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 303 679-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 336 პირი
ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 10 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 629 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 153 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 22 715 პირი, აჭარაში - 1 821, იმერეთში - 1 288.
სტატიის გამოყენების პირობები