ახალი ამბები
,,ისინი ჩემი ბრძანებით გავათავისუფლე'' - გორის მერი ყოფილი მოადგილეების შესახებ
გორის მერი კოტე თავზარაშვილი აცხადებს, რომ მან პირველი და მეორე მოადგილე გაათავისუფლა და ისინი საკუთარი სურვილით არ წასულან. ამის შესახებ კოტე თავზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში, ისინი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მხარდამჭერი საქმიანობით იყვნენ დაკავებულები.

,,ჩვენს მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და ბოლო პერიოდში ეს ადამიანები სულ სხვა საქმიანობით იყვნენ დაკავებულები'- ამბობს კოტე თავზარაშვილი.

დღეს დილით ყოფილმა მოადგილეებმა, ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა განაცხადეს, რომ ისინი საკუთარი სურვილით ტოვებენ თანამდებობას, თუმცა, კოტე თავზარაშვილი ამბობს, რომ პირიქით, - მისი ბრძანებით წავიდნენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები