ახალი ამბები
გორის მერიის 9 სამსახურის უფროსებს შორის გადადგომის თაობაზე განცხადებები არავის დაუწერია
,,დღეს, არასამუშაო დღეა, შესაბამისად, კორეპონდენცია არ მოვიდოდა ჩემამდე'' - აცხადებს ალექსანდრე თარხნიშვილი. ის გორის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსია. 

მან ასევე გადაიბარა გორის მერის პირველი მოადგილის ფუნქციები, რაც სატენდერო კომისიის ხელმძღვანელობას ეხება. პირველი მოადგილე სატენდერო სხდომას 10 მაისიდან აღარ ხელმძღვანელობდა.

,,არც გუშინ და არც დღეს, სამსახურის უფროსებიდან, არავინ წასულა'' - ამბობს ლექსო თარხნიშვილი. მისი თქმით, გორის მერიაში 9 სამსახურია.

გუშინ გორის მერის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვეს. მათი თქმით, ისინი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და, შესაბამისად, ამის გამო გაათავისუფლეს. 

გორის მერმა დაადასტურა, რომ მოადგილეები სწორედ პოლიტიკური საქმიანობის გამო, ჩამოაცილა თანამდებობას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები