ახალი ამბები
აპრილში ე.წ. საზღვრის დარღვევის ფაქტზე 42 მოქალაქე დააკავეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ცნობით, ბოლო ერთ თვეში, გამყოფ ხაზთან 42 ადამიანი დააკავეს.

ამის შესახებ განცხადებას კომიტეტის პრეს-სამსახური ავრცელებს. მისი ცნობით, აპრილში დაკავებულთა რაოდენობა, მარტთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია.

,,სასაზღვრო სამსახურმა რესპუბლიკის საზღვრის 42 დამრღვევი დააკავა, მაშინ, როდესაც მარტში იგივე მაჩვენებელი იყო 28'' - აღნიშნულია განცხადებაში.

დაკავებულთა შორის: 13 - ე.წ. საზღვრის რეჟიმის დამრღვევია; ხოლო 29 მოქალაქე - ,,სასაზღვრო რეჟიმის'' დამრღვევი.

,,დაკავებული 42 პირიდან 31 ადამიანი დაექვემდებარა ადმინისტრაციულ ჯარიმას, 5 მოქალაქე გაძევებულია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან ჯარიმების გარეშე, სამი გააფრთხილეს უკანონო საქმიანობის დაუშვებლობის შესახებ ", - აღნიშნა დეპარტამენტმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები