ახალი ამბები
ყინვამ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაზი და კაკალი დააზიანა
ყინვამ შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში მოსავალი გაანადგურა - განსაკუთრებულად მძიმეა ვითარებაა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცარგორაში.

ადგილობრივების თქმით, მთლიანად განადგურებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები. განსაკუთრებულად გაფუჭდა ვაზი და კაკალი.

"არაფერი აღარ დაგვრჩა, რით უნდა ვიარსებოთ, მართლა არ ვიცი. პენსიით ვიყიდე თესლი, წამალი და აჰა, მთლიანად წყალში ჩაგვეყარა შრომა. იქნებ რამით მაინც დაგვეხმაროს ხელისუფლება, მაგრამ, არც იმედი არ მაქვს", - ამბობს ნაცარგორაში მცხოვრები ციცო ტეფნაძე.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაზარალდა ფლევისა და სხვა მიმდებარე სოფლების მოსახლეობა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები