ახალი ამბები
გორში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
13 მაისიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სააღდგომო დღესასწაულზე, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 2-კვირიანი შეზღუდვები იყო დაწესებული.

შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოსაც შეეხო. ამ ეტაპზე მგზავრობა კვლავ უფასოა.

გარდა ამისა, 13 მაისიდან მუშაობა განაახლეს სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებმა.

ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები