ახალი ამბები
სასურველ სკოლაში მოხვედრის მიზნით მშობელთა ნაწილი გორის რესურსცენტრის უფროსს აწუხებს
დღეს დილიდან გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამის მიზეზი იმ მშობელთა ზარებია, რომლებსაც პირველკლასელების რეგისტრაცია სასურველ სკოლებში სურთ.

,,დილის 09.01 საათიდან არ ვპასუხობ ზარებს. ადგილი აღარ არის ამა და ამ სკოლაში და როგორ მოვიქცეთ? - დარეგისტრირდით სხვა სკოლაში. ვის დავარეკინოთ? - ნურავის შეაწუხებთ.არ მჯერა, რომ წინასწარ არ ჰყავდათ ჩარიცხულებიიი - ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ. ამ სკოლასთან ახლოს ვცხოვრობ და სხვაგან რატომ უნდა ვატარო? - არ ითვალისწინებს კანონი ტერიტორიულ პრინციპს. ვაიმე,  აბა რა ვქნა? - იხ იხილეთ პირველ კითხვაზე პასუხი.'' - წერს ნანა ტერმაკოზაშვილი.

13 მაისს, პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო. 5 ივნისამდე რეგისტრაცია ხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე http://registration.emis.ge

მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.

საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია:
https://www.mes.gov.ge/mesgifs/1620655659_3543.pdf

სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://www.mes.gov.ge/content.php?id=12104&lang=geo
Print

სტატიის გამოყენების პირობები