ახალი ამბები
ღოღეთი-თამარაშენის მონაკვეთზე ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების, ღოღეთი-თამარაშენის მონაკვეთზე, საპროტესტი აქცია გაიმართა.

სამოქალაქო სექტორისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იმ ადგილზე მივიდნენ, სადაც რუსეთის სამხედრო ძალები საოკუპაციო ხნულებს ავლებენ.

აქციის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს რუსეთის მიერ ტერიტორიების ანექსიას, რადგან ხელისუფლება უმოქმედოა და პროცესებს ხელს არ უშლის.

,,გავრილოვებო, თამარაშენიც საქართველოა! გავრილოვები ტერიტორიებს ჩუმად გადასცემენ'' - წერია ტრანსპარანტებზე. ღოღეთი-თამარაშენი ქარელის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები