ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა
13 მაისის მდგომარეობით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით დაავადებული 326 ადამიანი მკურნალობს.

გუშინ, 58 ადამიანს ტესტი ჩაუტარეს, სადანაც კოვიდი 7 მოქალაქეს დაუდასტურდა.

დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარმა, მარინა კოჩიევამ განაცხადა, რომ გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი.

ჯამში, პანდემიის დროს გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 3004 ადამიანს აღწევს.

დე-ფაქტო რესპუბლიკაში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით 3330 ადამიანი დაინფიცირდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები