ახალი ამბები
გორში 20 მაისიდან ავტობუსის მგზავრობა ფასიანი ხდება
გორში, 20 მაისიდან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ თიბისი ბანკიდან გვაცნობეს. ახალი ბარათები, გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს და თიბისის თანამშრომლობის შედეგად, ამოქმედდება.

მგზავრები გადახდას შეძლებენ, როგორც ქალაქის სატრანსპორტო ბარათით, ასევე თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.

ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია თიბისის ფილიალებში, ასევე, გორის "სპარის" და "დეილის" ქსელურ მარკეტებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

რაც შეეხება მგზავრობას, ბარათის გარეშე, მისი ღირებულება 50 თეთრი იქნება.

დეტალურად იხ. აქ


Print

სტატიის გამოყენების პირობები