ახალი ამბები
მოხისელები 28 ჰა ფართობის მიწის გასხვისებას აპროტესტებენ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის მოსახლეობა 28 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწის გასხვისებას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთადერთი შემოსავლის გარეშე რჩებიან და განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ეკონომიკის სამინისტროს აკისრებენ.

მათი თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ მათი მიწები კომპანია "აგრო ინდუსტრიას" გადასცა, რის გამოც ადგილზე მინისტრის, ნათია თურნავას ჩასვლას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

ადგილობრივი მერია პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს ცენტრალური ხელისუფლებისაკენ იშვერს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები