ახალი ამბები
,,ენმ''-ს 5 კითხვა გახარიას გუნდის გორელ ლიდერებს
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბექა ქორჩილავა და ვასილისა ჯაბახიძე საჯარო დებატებში იწვევენ მერის ყოფილ მოადგილეებს ერასტი ელიჯარაშვილსა და პაატა ივანიშვილს.

მუნიციპალიტეტის მერის ორივე მოადგილემ პოლიტიკური დევნის მიზეზით თანამდებობა დატოვა. ამასთანავე,ამ ადამიანებმა გამოთქვეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და ამბიცია.

,,ვფიქრობთ,რომ საზოგადოებისთვის მათი განცხადება ბუნდოვანი და არადამაჯერებელია, რადგან ეს ადამიანები ბოლო წლების განმავლობაში მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებდნენ, მათი მხრიდან კი არასდროს გამოთქმულა პოლიტდევნილების მიმართ თანაგრძნობის გამომხატველი, ან მხარდამჭერი აზრი.'' - აღნიშნავენ ენმ-ს წევრები.

მათ მიაჩნიათ, ივანიშვილი და ელიჯარაშვილი პირველ რიგში ვალდებულები არიან, საზოგადოებას გასცენ პასუხი შემდეგ კითხვებზე:

- რა დამსახურების და კვალიფიკაციის მიხედვით შეირჩნენ თავის დროზე მერის მოადგილის პოზიციაზე? ხომ არ იყო ეს ყოფილი გუბერნატორის გიორგი ხოჯევანიშვილის მფარველობის შედეგი? რა აზრის არიან კორუფციასა და ნეპოტიზმზე?

- რით დაამახსოვრეს თავი ამ ადამიანებმა გორის მუნიციპალტეტის მოსახლეობას?რა გააკეთეს სასარგებლო და საჭირო, რაც მათ პირად დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს.

- რას ფიქრობენ ელიჯარაშვილი და ივანიშვილი პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე, ლარის გაუფასურებაზე, საწვავისა და პროდუქტების გაძვირებაზე?

- როგორ ხედავენ გორის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარების გზას? რა გააკეთეს და რა არ გააკეთეს თანამდებობაზე ყოფნის დროს?

- მიგვაჩნია, რომ მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების მისამართით საზოგადოებაში ამ დრომდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა. სწორედ ამიტომ, მივმართავთ ადგილობრივ მედიასაშუალებებს, დაგვითმონ საეთერო დრო და პირდაპირ ეთერში გავცეთ პასუხი ყველა დასმულ კითხვას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები