ახალი ამბები
ხაშურის საავტომობილო გზაზე ქარმა ხე წაიქცა
ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებს ქარიშხალმა გადაუარა. ამის გამო, ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე, საავტომობილო გზაზე ხე წაიქცა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გზა გაწმინდეს.

ქარიშხალმა დააზარალა ოკუპირებულ ზნაურისა და ცხინვალის რაიონის სოფლები. ოსური მედიის ცნობით, 26-მდე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები