ახალი ამბები
,,ბოლო ზარი'' მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობით ჩატარდება
,,ბოლო ზარი'' მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობით ჩატარდება. ამის შესახებ რეკომენდაცია სკოლებს განათლების სამინისტროდან უკვე გაუგზავნეს.

გარდა ამისა, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში "ბოლო ზარი" ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.

"სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა. რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია "ბოლო ზარის" ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე. თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია" - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, "საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა".

ფოტოზე: ურბნისის საჯარო სკოლა (არქივი)
Print

სტატიის გამოყენების პირობები