ახალი ამბები
უფლისციხეში USAID zrda-ს დახმარების პროგრამა შეაჯამეს
უფლისციხის მუზეუმში პირველადი დახმარების ოთახი მოაწყეს, აღჭურვეს ინვენტარით; თანამშრომლებს, რომლებიც უნიფორმებით იმუშავებენ, ბილეთების მართვის თანამედროვე პროგრამა გააცნეს.

ყველა სიახლე USAID Zrda პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

ეს და საქართველოს მასშტაბით გაწეული დახმარებები განიხილეს დღეს ,,თამარის დარბაზში'', სადაც შეხვედრა გაიმართა. შემაჯამებელი ღონისძიება მუზეუმების საერთაშორისო დღეს მიუძღვნეს.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი და USAID საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი დაესწრნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები