ახალი ამბები
ზნაურის რაიონის ,,სპარტაკიადაზე'' წარმატებას მიაღწიეს ლევან მოდებაძემ, დენის კაპანაძემ და გიორგი ხარაულმა
ყოველწლიურ ,,სპარტაკიადაზე', რომელიც ზნაურის რაიონში მცხოვრებ მოსწავლეებს შორის, იმართება, წარმატება ქართველმა მოსწავლეებმაც მიაღწიეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს. მძლეოსნობაში საუკეთესო შედეგი ლევან მოდებაძემ აჩვენა, ხოლო პრიზები დაიმსახურეს გიორგი ხარაულმა და დენის კაპანაძემ.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ზნაურის (ყორნისის) რაონის ადმინისტრაციის ცნობით, სპარტაკიადაზე მონაწილეობას 9-დან 14 წლამდე ასაკის 40-მდე მოსწავლე იღებდა. ძირითადად, ზნაურის, მუგუთის, ბეკმარისა და თერეგვანის სკოლიდან.

მოსწავლეები ერთმანეთს რბოლაში, ბირთვის კვრაში, მკლავჭიდში, ჭადრაკსა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ.

ბირთვის კვრაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს დენის კაპანაძემ, ლევანი მოდებაძემ და რომან კაბულოვმა. გოგონებში - მილენა ძაგოევამ, ალისა ჯიოევამ და ემა კაბულოვამ.

ჭადრაკში - პირველი ადგილი დაიკავა ჰენრიხ გაბარაევმა, მეორე - მარატ ჯიოევმა, ხოლო მესამე - ინალ იკოევმა.

სპორტის სხვადასხვა სახეობაში პრიზები მიიღეს - რობერტ გათიკოევმა, ლევანი მოდებაძემ, გიორგი ხარაულმა, დიმიტრი კოჩიევმა, დავით გაგლოევმა, სპარტაკ ფუხაევმა.

,,სპარტაკიადა'' - ეს არის მასობრივი შეჯიბრება სპორტის სხვადასხვა სახეობაში - ძველ რომში მონათა აჯანყების ბელადის - სპარტაკის (I ს. ძვ. წელთაღრ.) სახელის მიხედვით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები