ახალი ამბები
სოფელ ყინწვისში სასულიერო პირები და ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ფოტოზე: სოფელი ყინწვისი და საძოვრებ

ხმაური იყო გუშინ სოფელ ყინწვისში. სასულიერო პირებმა მწყემსებს საძოვრებიდან საქონლის გარეკვა მოსთხოვეს.

ამ მოთხოვნას მოსახლეობის პროტესტი მოყვა. ინციდენტი, როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, 18 მაისს, შუადღეს მოხდა. 

,,თითქმის მთელი სოფელი გამოვიდა. ქარელის გამგეობიდანაც ამოვიდნენ. გვითხრეს, გავარკვევთო. განცხადება შეტანილია გამგეობაში და ველოდებით პასუხს. ძალიან გვაინტერესებს, რას გვეტყვიან. მღვდელი ამბობს, გინდა თუ არა, ჩვენია მიწებიო. დაველოდებით გამგეობიდან პასუხს'' - აცხადებენ ყინწვისელები.

დაპირისპირება მოხდა წმინდა გიორგისა და წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ვიდრე ქარელის მერია სიტუაციას გაარკვიეს, მანამდე ჩვენ საჯარო რეესტრიდან მოვიპოვეთ ინფორმაცია, თუ რა ტერიტორია ეკუთვნის სოფელ ყინწვისის მიმდებარედ, საპატრიარქოს.

იხ. ქვემოთ ფოტოზე:





 

Print

სტატიის გამოყენების პირობები