ახალი ამბები
სოფელ ყინწვისში სკოლის შენობა გაყიდეს
ქარელის მერიამ სოფელ ყინწვისის სკოლის შენობა გაყიდა. შენობა და მიწა 120 000 ლარად კომპანია ,,საბა კონსტრაქშენმა'' 2019 წელს შეიძინა.

აუქციონზე კომპანიამ პირობა დადო, რომ შესყიდვის სანაცვლოდ, 400 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებდა. თუმცა, შენობა კვლავ პირვანდელ მდგომარეობაშია.

,,საბა კონსტრაქშენის'' წარმომადგენელმა, ორი წლის შემდეგ, ქარელის მერიას წერილობით მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ მან კორონავირუსის პანდემიის გამო, საინვესტიციო პროგრამა ვერ განახორციელა. ამიტომ, დამატებით 2 წლის ვადა მოითხოვა.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, ქარელის მერმა საინვესტიციო ვადა კიდევ 2 წლით, გაუხანგრძლივა. როგორც ქარელის მერიაში აცხადებენ, ,,საბა კონსტრაქშენი'', ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, სასტუმროს მშენებლობას აპირებს.

სოფელ ყინვისს კი, სკოლა არა აქვს. 20-მდე ბავშვი მიკროავტობუსით მეზობელი სოფლის სკოლებში დადის.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები