ახალი ამბები
თემურ ვანიშვილი ევროპის ჩემპიონია
ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე თემურ ვანიშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე, გორელი სპორტსმენი, 61 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

ვანიშვილმა ბულგარელ რასიმს 11-0 და მოლდაველ კოლესნიკს 10-0 მოუგო და ნახევარ ფინალში გავიდა. თეიმურაზ ვანიშვილმა (61 კგ) გერმანელი მეგერლე 4-0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

ფინალში კი სომხეთის მოჭიდავე პაპიკიანი - 6:1 დაამარცხა.

ინფორმაციისთვის, რომ თემურ ვანიშვილი, 23 წლამდელთა ჩემპიონატზე 2018 წელსაც ფლობდა მედალს, კერძოდ ბრინჯაოს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები