ახალი ამბები
ხაშურში სატვირთო მანქანის საბარგული გადაყირავდა - დაშავებულია ხელოსანი
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, შეკეთების დროს, სატვირთო ავტომანქანის საბარგული გადაყირავდა, რის გამოც, ხელოსანმა მძიმე სახის დაზიანებები მიიღო.

მამაკაცი ხაშურიდან თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო მანქანის საბარგულის წონასწორობა სადგამმა ვერ შეინარჩუნა.  ხელოსანი კი, მის ქვეშ მოექცა.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით (სხეულის დაზიანება გაუფრთხილებლობით) დაიწყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები