ახალი ამბები
,,მაგათ ღმერთი არ უყვართ, ღმერთი არ სწამთ'' - მამა ნაუმი ყინწვისელების შესახებ
,,მოვიდეს ერთი ადამიანი, ვის ჩავუკეტე, ვის აქვს უფლება, რომ ამიკრძალოს. მაგათ ღმერთი არ უყვართ, ღმერთი არ სწამთ. ეშმაკის მსახურები არიან, ალბათ. მე ღმერთის მსახური ვარ'' - აცხადებს სოფელ ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა ნაუმი, რომლის ინტერვიუს ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს.

18 მაისს, სოფელ ყინწვისის მოსახლეობასა და სასულიერო პირებს შორის, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მამა ნაომმა მოსახლეობას საქონლის ძოვება აუკრძალა, რასაც ადგილობრივების პროტექსტი მოყვა. სოფელში ქარელის მერიის წარმომადგენლებიც მივიდნენ, რომლებაც მოსახლეობას  განცხადების დაწერა და ხელმოწერების შეგროვება მოსთხოვეს.



qartli.ge წერდა, რომ ყინწვისელები მერიისგან შესაბამის პასუხს ელოდებიან. სასულიერო პირის განცხადებით კი, იგი, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერმის გაშენებას აპირებს, სადაც შეწირულ საქონელს დააბინავებს.

ყინწვისელები ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

ქვემოთ ფოტოზე: საპატრიარქოს საკუთღებაში არსებული მიწის ფათობი სოფელ ყინწვისის მიმდებარე ტერიტორიაზე



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები