ახალი ამბები
მთის კანონი შიდა ქართლის 97 სოფელზე გავრცელდება
2016 წლის იანვრიდან მთის კანონი ამოქმედდა. ამ კანონით მაღალმთიანი სოფლების ნაწილს, რომელიც ზღვის დონიდან 800 მეტრიდან ზევით მდებარეობს,სოციალური და საგადასახადო შეღავათი დაუწესდა. საქართველოში შეღავათები 1580-ზე მეტ სოფელს შეეხო, აქედან 97 მაღალმთიანი სოფელი შიდა ქართლშია.

ამ სოფლებში 8399 ადამიანი ცხოვრობს . შეღავათებს-ოჯახები პირველ და მეორე შვილზე ერთი წლის განმავლობაში 100, შემდეგ შვილზე 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ყოველთვიურ დანამატს, 180 ლარს მიიღებენ პედაგოგები და ექთნები, ექიმებს კი ხელფასი 360 ლარით გაეზრდებათ. 20%-ით მოიმატებს მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონერების პენსიაც.

შეღავათებით ისარგებლებს ყველა ის ოჯახი, რომელიც მაღალმთიან სოფელში 9 თვეზე მეტია ცხოვრობს, ახლად დასახლებულებისთვის კი იგივე შეღავათები 9 თვის შემდეგ ამოქმედდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები